ვ. ა. ფანარჯანის სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი

 

კლინიკური კვლევები

 

სტანდატური ქიმიათერაპია, სხივური, ქიმია-სხივური თერაპია კომბინაციაში პრეპარატთან PENOXAL 50

 

ვ. ა. ფანარჯანის სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი,
სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტრო, ქ. ერევანი

 

კვლევაში ჩართული იყო 115 ავადმყოფი ონკოლოგიური დაავადებების სხვადასხვა სტადიაზე, რომლებიც გადიან მკურნალობას ქიმიათერაპიითა და სხივური თერაპიით. კვლევის პერიოდი 2009-2010 წლები.

 

სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს
ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორი
სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი

 

სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,
მედ. მეცნ. დ-რი, პროფ. აირო მიხეილის ძე გალსტიანი

 

 

დასკვნა სტანდარტული ქიმიათერაპიის კლინიკური კვლევების შესახებ პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში


ჩვენს კვლევებში ჩართული იყო 11 პაციენტი, მათგან 4 - სარძევე ჯირკვლის კიბოთი III - IV სტადიაში, 4 - ფილტვის კიბოთი (2 მათგანი III სტადიაში და 2 - IV სტადიაში), 2 - სწორი ნაწლავის სიმსივნით და 1 ავადმყოფი მსხვილი ნაწლავის კიბოთი. ავადმყოფები ქიმიათერაპიული მკურნალობის პერიოდში იღებდნენ პრეპარატს PENOXAL 50, დღეში 3-დან 5 კაფსულამდე ოდენობით 60 დღის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები გამოკვლეულები იყვნენ სტანდარტული პროგრამის მიხედვით სიმსივნური პროცესის ლოკალიზაციის შესაბამისად. ასევე შესწავლილ იქნა პაციენტების T-უჯრედების იმუნორეაქციულობა პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში ქიმიათერაპიული მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ.

ქიმიათერაპიის ჩატარების დროს პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში ტოქსიკურობის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა II - III დონის გულის რევა და ღებინება არ შეიმჩნეოდა. მკურნალობის პროცესში აღინიშნებოდა პაციენტების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება საერთო ტონუსის მომატების, მადის მომატების სახით.

ლაბორატორიული კვლევების მონაცემების მიხედვით 11-სავე შემთხვევაში ლეიკოციტების, ნეიტროფილების, თრომბოციტების დონე არ დაწეულა დასაშვებ ნორმაზე ქვემოთ. ასევე ფასდებოდა სისხლის ისეთი ბიოქიმიური მაჩვენებლების მნიშვნელობები, როგორიცაა შარდოვანა, ბილირუბინი, პროთრომბინის დრო, AST, ALT, NA+, CI-, Ca++ (საერთო). არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა ამ მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილება.

მკურნალობის დაწყებამდე ეკგ-ის მაჩვენებლებმა 2 ავადმყოფს გამოუვლინა მიოკარდის დიფუზიურ-დისტროფიული ცვლილებები, 1 ავადმყოფს - დიფუზიური კარდიოსკლეროზი, 1 ავადმყოფს - გულის იშემიური დაავადება აორტაკორონარულ შუნტირებასთან ერთად. როგორც ავადმყოფებს გულის პირველადი პათოლოგიით, ასევე ავადმყოფებს პათოლოგიის გარეშე, არც ეკგ-ის მონაცემების თანახმად და არც გულის მხრივ კლინიკური ცვლილებები არ აღენიშნათ.

ასევე საკმაოდ ღრმად იქნა შესწავლილი T-უჯრედების იმუნორეაქციულობის მაჩვენებლები.

მკურნალობის პროცესში 7 პაციენტს ეს მონაცემები უნარჩუნდებოდა ნორმის ფარგლებში, 3 შემთხვევაში აღინიშნა T-უჯრედების იმუნორეაქციულობის ფარდობითი მაჩვენებლების მცირედი კლება, ხოლო 1 შემთხვევაში T- უჯრედეოვანი იმუნიტეტის შემცირებული მაჩვენებლები მკურნალობის პროცესში ნორმალიზებულ იქნა.

სუბიექტური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით ყველა პაციენტს გამოუვლინდა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება - ტონუსის, მადის მომატება, ტკივილების შემცირება, ძილის გაუმჯობესება, ავადმყოფებს უფრო უშვიათად აწუხებდათ შეკრულობა და ფაღარათი.

მკურნალობის ეფექტი 60 დღის შემდეგ ყველა პაციენტთან ფასდებოდა, როგორც პროცესის სტაბილიზაცია. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ქიმიათერაპიის კურსის შეწყვეტა პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში. ქიმიათერაპიის ამტანობა გაუმჯობესდა, გამოხატული გართულებები PENOXAL 50-ის მიღების ფონზე არ აღნიშნულა, პრაქტიკულად არ გამოვლნილა ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა, გულის რევა და ღებინება II - III არ შეიმჩნეოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა T-უჯრედების იმუნორეაქციულობის მაჩვენებლების შენარჩუნებას ნორმის ფარგლებში პაციენტების უმრავლესობაში. თავად პრერატის PENOXAL 50-ის მიღება პაციენტებისათვის სირთულეს არ წარმოადგენს.


ქიმიარაპიის განყოფილების გამგე
მედ. მეცნ. დ-რი, პროფ. აირაპეტიანი ლიდია გეორგის ასული

 

 

სხივური, ქიმიასხივური თერაპია პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში

 

კვლევებში ჩართული იყო 104 პაციენტი საშვილოსნოს ყელის კობოს III სტადიით. ავადმყოფები სხივურ თერაპიასთან ერთად იღებდნენ პრეპარატს PENOXAL 50 დღეში 4-5 კაფსულის ოდენობით 60 დღის განმავლობაში.

104 პაციენტიდან ყველას ჰქონდა საშუალო სიმძიმის მდგომარეობა გამოხატული ანემიითა და ინტოქსიკაციით. მკურნალობა მიმდინარეობდა პროლონგირებულად, პირველ ეტაპზე - ღრუსშიდა გამათერაპია, ანემიის აღდგენის შემდეგ ტარდებოდა დისტანციური სხივური თერაპია. 3 კვირის შემდეგ ტარდებოდა პოლიქიმიათერაპიის კურსები, რომელთა განმავლობაშიც პაციენტების მდგომარეობა უკვე სტაბილური და დამაკმაყოფილებელი იყო.

ლაბორატორიული კვლევების მონაცემების მიხედვით 104 შემთხვევაშივე ლეიკოციტების, თრომბოციტების დონე არ დაწეულა დასაშვებ ნორმაზე ქვემოთ. ასევე ფასდებოდა სისხლის ისეთი ბიოქიმიური მაჩვენებლების მნიშვნელობები, როგორიცაა შარდოვანა, აზოტი, კრეატინი, ბილირუბინი, პროთრომბინის დრო, Na+, Ka+, Cl+, Ca++. არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა ამ მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილება. სუბიექტური გამოკვლევების მონაცემების მიხედვით ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - ტონუსის, მადის მომატება, ტკივილის შემცირება, ძილის გაუმჯობესება.

არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი მკურნალობის კურსის შეწყვეტას პრეპარატთან PENOXAL 50 კომბინაციაში. სხივური თერაპიის ამტანობა გაუმჯობესდა. გამოხატული გართულებები PENOXAL 50-ის მიღების ფონზე, როგორიცაა გულის რევა, ღებინება, სხივური ცისტიტი და რექტიტი, არ შეიმჩნეოდა.

ამჟამად ავადმყოფები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. პრეპარატის PENOXAL 50 მიღება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მკურნალობის ეფექტი პრეპარატთან კომბინაციაში უკვე 3 კვირის შემდეგ გახდა საგრძნობი.

 

ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოგინეკოლოგიის განყოფილების
გამგე მედ. მეცნ. კანდ. ხანგელდიანი ალინა გურგენის ასული

 



ჩამოტვირთვების PDF:

PDF