რას წარმოადგენს პენოქსალი

Penoxal წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ საკვებ დანამატს სიმსივნის საწინააღმდეგო მაღალი აქტიურობით ტოქსიკური მოქმედებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. იგი ეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ასევე რეკომენდებულია ვირუსული და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის. Penoxal ამცირებს კიბოს გაჩენის ალბათობასა და ხელს უწყობს ქიმიათერაპიის უკეთეს ატანას სიმსივნის კლასიკური მკურნალობის დროს. პრეპარატის Penoxal სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია უჯრედოვანი აპოპტოზის აქტივაციითა და გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

მისი გამოყენება ბრწყინვალე შედეგებით შესაძლებელია ანთებითი მდგომარეობებისას, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს. პრეპარატის Penoxal დამხმარე ნივთიერებაა ბეტა გლუკანი, რომელიც წარმოადგენს ხეთამხალის (Pleurotus ostreatus) მიკრონიზებულ ექსტრაქტს 93%-მდე სისუფთავით. მისი დახმარებით სისხლის ანალიზის მაჩვენებლები უფრო სწრაფად უბრუნდებიან ნორმას. ეს თვისებები გამოსადეგია პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ რადიაცულ მკურნალობას (დასხივებას), რასაც შედეგად მოაქვს სისხლის უჯრედების შემცირება.

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ბიოკოლი 50 მგ / 100 მგ
დამხმარე ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი 20 მგ
დამატებითი ნივთიერებები: მალტოდექსტრინი 210 მგ / 180 მგ
ჟელატინის კაფსულა: 76 მგ
შეფუთვა: 30, 60 და 120 კაფსულა

 

დანიშნულება:

  • სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის საგრძნობი გაძლიერება
  • ციტოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობის ამტანობის გაუმჯობესება
  • ამცირებს რენტგენის/ულტრაიისფერი სხივებით დასხივების გვერდით მოვლენებს
  • სისხლის ფორმულის მაჩვენებლების ნორმალიზება
  • იმუნური სისტემის გაძლიერება
  • ორგანიზმის დეტოქსიკაცია

 

პრეპარატი პენოქსალის მოქმედება:

  • დამაჯერებლად აფერხებს სიმსივნის ზრდას უჯრედების მართვადი კვდომის გზით, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება
  • სტიმულირებს B-ლიმფოციტების აქტივირებულ სუბპოპულაციებს და ამგვარად აძლიერებს ინფექციის საწინაღმდეგო იმუნიტეტს
  • ახდენს იმუნორეგულაციური ინდექსის ნორმალიზებას (T-ლიმფოციტების CD4+ და CD8+ ჯგუფების თანაფარდობა)
  • ახდენს სისხლის ფორმულის მაჩვენებლების ნორმალიზებას
  • ახდენს ორგანიზმის დეტოქსკაციას და ხელს უწყობს სიმსივნური დაავადებების ქიმიათერაპიული ან რადიოთერაპიული მკურნალობის უკეთეს ამტანობას
  • ანეიტრალებს ანტიბიოტიკებისა და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის გვერდით მოვლენებს
  • ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს პრეპარატზე დამოკიდებულებას და მის მიმართ რეზისტენტულობას.

 

აპოპტოზი (უჯრედების მართვადი კვდომა)

უზრუნველყოფს წონასწორობას უჯრედების კვდომასა და დაყოფას შორის. ამიტომაც ეს პროცესი გამოიყენება, კერძოდ, დაზიანებული და სხვაგვარად ნაკლოვანი უჟრედების ლიკვიდაციაში, რაც გამოიხატება დაზიანებული უჯრედის ნებისმიერი სახის შესაძლო სიმსივნური ზრდის შეწყვეტაში.

 

B-ლიმფოციტები

მთავარი ფუნქცია არის ანტისხეულების წარმოქმნა (ასევე ცნობილი, როგორც იმუნოგლობულინი ან გამაგლობულინი). B-ლიმფოციტები წარმოიქმნება ე.წ. ღეროვანი უჯრედებისგან ძვლის ტვინში, სადაც ისინი ასევე მწიფდებიან. ანტიგენის (უცხო ნაწილაკების) ამოცნობის შემდეგ B-ლიმფოციტები გარდაიქმნება ე.წ. პლაზმურ უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ანტისხეულებს. შემდეგ ისინი აღწევენ სისხლამდე, სასუნთქ გზებამდე, კუჭ-ნაწლავამდე და ა.შ. ანტისხეულები წარმოადგენენ მეტად სპეციფიკურ ცილებს, რომლებსაც აქვთ უნარი რეაგირება მოახდინონ პრაქტიკულად ნებისმიერ მიკროორგანიზმზე, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ორგანიზმს.

 

იმუნორეგულაციური ინდექსი

T-ლიმფოციტების CD4+ და CD8+ შეფარდება.

 

CD4+ T (ჰელფერები)

სისხლის თეთრი უჯრედების T- ლიმფოციტების ჯგუფი, რომელიც ეხმარება იმუნურ რეაქციაში მონაწილე დანარჩენ უჯრედებს. მათი დაზიანება იწვევს ორგანიზმის მედეგობის მნიშვნელოვან დაქვეითებას.

 

CD8+ T (სუპრესორები)

სისხლის თეთრი უჯრედების T- ლიმფოციტების ჯგუფი, მათ მიეკუთვნება უცხო უჯრედების, გარკვეულ შემთხვევაში ავტოიმუნური დაავადებისას საკუთარი უჯრედების, სიმსივნური უჯრედების, ვირუსით დაავადებული უჯრედების მკვლელი უჯრედები.

 

დოზირება:

დიაგნოზი დოზირება
სიმსივნური დაავადები დღეში 4 კაფსულა
პრეკანცერული მდგომარეობები დღეში 3 კაფსულა
ანთებითი მდგომარეობები დღეში 2 კაფსულა
ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები დღეში 2 კაფსულა
შესუსტებული იმუნური სისტემა დღეში 1-2 კაფსულა

 

სიმსივნური დაავადებების რეციდივის პრევენციისთვის რეკომენდებულია დღეში 2 კაფსულა.

 

ონკოლოგიური დაავადებები

რეკომენდებულია ასევე Penoxal გამოყენება კლასიკური მკურნალობის დაწყებამდე ონკომარკერების რაოდენობის შემცირების, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გაძლიერებისა და სისხლის ფორმულის გაუმჯობესების მიზნით.

 

პრეკანცერული მდგომარეობები

რეკომენდებულია Penoxal გამოყენება პრეკანცერული მდგომარეობების (პოლიპები, დივერტიკულოზი, წყლულოვანი კოლიტი) დროს უპირველეს ყოვლისა ონკოლოგიური დაავადების წარმოშობის პრევენციისთვის.

 

პრეპარატის მიღება პაციენტებში სიმსივნური დაავადების კომპლექსური რემისიით:

რეციდივის მომატებული რისკის გარეშე დღეში 2 კაფსულა
რეციდივის მომატებული რისკით ანამნეზში დღეში 3 კაფსულა
რეციდივის ძალიან მაღალი რისკით დღეში 4 კაფსულა

 

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი Penoxal ძალიან კარგად აიტანება ხანგრძლივი და მაღალი დოზებით მიღებისასაც კი. ერთეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს განავლის შეღებვა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. ამგვარ შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება.

 

ურთიერთქმედება:

პრეპარატის Penoxal გამოყენებისას არ ყოფილა აღნიშნული არასასურველი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.

 

გაფრთხილება:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ არის განკუთვნილი საკვების მრავალფეროვნების კომპენსაციისათვის. დაიცავით სმის რეჟიმი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ბაშვებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური დედებისათვის.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, რათა პრეპარატი იყოს დაცული სინათლისა და ნესტისგან.