პლზენის ფაკულტატიური საავადმყოფო - გინეკოლოგიური კლინიკა


კარლის უნივერსიტეტის ფაკულტატიური საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიური კლინიკა, ქ. პლზენი.
ალეი სვობოდი 80
323 00 პლზენი
 

კლინიკის ხელმძღვანელი: მედ. მეცნ. დ-რი ზდენეკ როკიტა, მეცნ. კანდ.

კვლევის კოორდინატორი: მედ. მეცნ. დ-რი ვლადიმირ კოკეში

კვლევის ხანგრძლივობა: 28.05.2009 - 22.03.2010

 

გამოკვლეული პაციენტების რაოდენობა: 120 პაციენტი გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნით.

 

პაციენტების დაყოფა და რაოდენობა დღიური დოზის ოდენობის მიხედვით:

  • 70 პაციენტი სიმსივნური დაავადების მკურნალობის შემდეგ დაავადების სრული რემისიისას – დღეში 2 კაფსულა
  • 32 პაციენტი სიმსივნური დაავადების მკურნალობის შემდეგ მომატებული რისკით - ტუმორ-მარკერების განვითარება, ჰისტოლოგიური გამოვლენის მაღალი რისკით ადრინდელი დაავადებისას ან არსებული გაურკვეველი დიაგნოზისას – დღეში 3 კაფსულა
  • 18 პაციენტი დაავადების რეციდივის ან პროგრესირების ნიშნებით – დღეში 4 კაფსულა

 

პაციენტების დაყოფა დაავადების დიაგნოზის მიხედვით:

C 52 საშოს ავთვისებიანი სიმსივნე       1 პაციენტი
C 53 საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე    33 პაციენტი
C 54 საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე    46 პაციენტი
C 56 საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე    37 პაციენტი
C 57 საშვილოსნოს მილების ავთვისებიანი სიმსივნე      3 პაციენტი
სულ    120 პაციენტი


შედეგები:

პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებდა თავის შეგრძნებებს და პრეპარატის Gesavit (Penoxal) ეფექტურობას. მოცემულ პაციენტებს არ აღენიშნათ რაიმე სახის არასასურველი გვერდითი მოვლენა. არ გამოვლენილა ალერგიული რეაქცია, პაციენტების უმრავლესობას მკურნალობის შემდეგ ლაბორატორიული შედეგები დაუსტაბილურდათ. რამდენიმე პაციენტმა ამავდროულად აღნიშნა იმუნური მდგომარეობის გაუმჯობესება ვირუსული დაავადებების მიმართ მედეგობის მხრივ. პრეპარატის მიღების პროცესში პაციენტები თავს კარგად გრძნობდნენ. ერთ პაციენტს გაუქრა საჭმლის მონელების პრობლემები.

 

არასასურველი გამოვლინებები პრეპარატის Gesavit (Penoxal) მიღების დროს:

 

  1. ერთ პაციენტის შემთხვევაში პრეპარატის მიღების დროს დაავადებამ პროგრესირება განნიცადა ჭიპის ნაწიბურის კანის საფარში მეტასტაზის წარმოქმნით. პაციენტი იღებდა დღეში 3 კაფსულას. ლაპარაკია 45 წლის პაციენტზე დიაგნოზით: საკვერცხის კარცინომა - დაავადების ძალიან მაღალი, სარისკო ჰისტოლოგიური ტიპი.

  2. 54 წლის პაციენტს დიაგნოზით საკვერცხის სეროზული ადენოკარცინომა აღენიშნა დაავადების რეციდივი, რომელმაც გამოიწვია ღებინება. პაციენტი იღებდა დღეში 4 კაფსულას.

  3. ერთმა პაციენტმა საშვილოსნოს ყელის ადენოკარცინომის დიაგნოზით აჩვენა, რომ დღეში 4 კაფსულის მიღების დროს მას დაეწყო ფაღარათი. დოზის დღეში 2 კაფსულამდე შემცირების შემდეგ ორგანიზმის მუშაობა ნორმალიზებულ იქნა.

 

ორივე მოხსენიებულ პაციენტს, რომლებსაც გამოუვლინდათ რეციდივი ან დაავადების პროგრესირება, ჰქონდათ სიმსივნური დაავადების მეტად აგრესიული სარისკო ჰისტოლოგიური ტიპი.


დასკვნა:

დანარჩენ 117 პაციენტს, როგორც ნაჩვენებია ზემოთ, არ გამოუვლინდათ ნეგატიური შეგრძნებები ან გამოვლინებები. ეს ყველა პაციენტი სრულიად კმაყოფილი იყო მოცემული პრეპარატით და დადებითად აფასებდნენ ტესტირებული პრეპარატის Gesavit (Penoxal) მოქმედებას. პაციენტების ჯგუფი არ იყო მთლად თანამიმდევრული, რადგანაც პრეპარატის გამოყენება არ იყო ისეთი ხანგრძლივი.

 

ქ. პლზენი 22.03.2010

 

 

მედ. მეცნ. დ-რი ვლადიმირ კოკეში
კვლევის კოორდინატორი
MUDr. Vladimír Kokeš

 

 

 

 

მედ. მეცნ. დ-რი ზდენეკ როკიტა, მეცნ. კანდ.
კლინიკის ხელმძღვანელი
Doc. MUDr. Zdeněk Rokyta, CSc.

Plzen

 



ჩამოტვირთვების PDF:

PDF