ანოტაციები

 

ანოტაცია: ინფორმაცია მოხმარებისათვის

 

PENOXAL 50მგ / 100მგ

საკვები დანამატი   (კაფსულები)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია.

წინამდებარე პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიიღეთ პენოქსალი ინსტრუქციის ზუსტი დაცვით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

  • შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ან აფთიაქარს.

ანოტაციაში იხილავთ:

  1.   შემადგენლობა
  2.   დახასიათება
  3.   მოქმედება
  4.   დანიშნულება
  5.   გვერდითი მოვლენები
  6.   ურთიერთქმედება
  7.   დოზირება
  8.   მიღების წესი
  9.   გაფრთხილება
  10.   გამოყენების ვადა
  11.   შენახვის პირობება


1. შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ბიოკოლი (50 მგ / 100მგ)
დამხმარე ნივთიერება: ბეტა-1,3/1,6-D-გლუკანი (20 მგ)
დამატებითი ნივთიერებები: მალტოდექსტრინი (230 მგ / 180მგ)
ჟელატინის კაფსულა: 76 მგ
1 კაფსულის მასა 376 მგ
შეფუთვა: 30, 60 და 120 კაფსულა

პენოქსალ არ შეიცავთ კონსერვანტებს, ქიმიურ ნაერთებსა და სინთეზურ საღებარებს.

2. დახასიათება
პენოქსალ წარმოადგენს სუფთა ბუნებრივ პრეპარატს, რომელიც შეიცავს უნიკალურ დაპატენტებულ ნივთიერებას, რომელიც არის სპეციფიკური მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის პროდუქტი და მიიღება მრავალსაფეხურიანი ბიოტექნოლოგიური პროცესისა და შემდგომი სტანდარტიზაციის შედეგად.

პრეპარატი პენოქსალ დამატებით შეიცავს ბეტაგლუკანს დამხმარე ნივთიერების სახით, რომელიც წარმოადგენს ხეთამხალის (Pleurotus ostreatus) მიკრონიზებულ ექსტრაქტს 93%-მდე სისუფთავით, რომელსაც მასში შემავალი პოლისაქარიდების წყალობით შეუძლია ადამიანის ორგანიზმს გაუწიოს რადიაციის საწინააღმდეგო მოქმედება. პროდუქტს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და არის აბსოლუტურად არატოქსიური.

პრეპარატი პენოქსალ არეგულირებს T-უჯრედების იმუნური პასუხი და ახდენს B-უჯრედების სუბპოპულაციის აქტიურობის სტიმულაციას (ანტიინფექციური იმუნიტეტის დახმარება). ქიმიოთერაპიული მკურნალობის დროს ან დასხივებისას პრეპარატი პენოქსალ ხელს უწყობს მკურნალობის როგორც ობიექტური (იმუნური სისტემის მაჩვენებლების გაუნჯობესება, სისხლის ფორმულის გაუნჯობესება), ასევე სუბიექტური (მკურნალობის უკეთესი ამტანობა, მადის მომატება, დაღლილობის გაქრობა, ძილის გაუმჯობესება) პარამეტრების გაუმჯობესებას. ეს მოქმედება პირველ რიგში ვლინდება იმუნური სისტემის ნორმალიზაციაში, სისხლის ფორმულის კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებში და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში.

3. მოქმედება

  • ინფექციის საწინაღმდეგო იმუნიტეტის დახმარება B-უჯრედების აქტივირებული სუბპოპულაციის სტიმულაციის თვალსაზრისით
  • იმუნური სისტემის მაჩვენებლების გაუჯობესება CD4+ და CD8+ T-ლიმფოციტები
  • სისხლის ფორმულის კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესება
  • ორგანიზმის დეტოქსიკაცია და სიმსივნური დაავადებების ქიმიოთერაპიული ან რადიოთერაპიული მკურნალობის უკეთესი ამტანობა
  • გინეკოლოგიური ორგანოებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების მკურნალობის დახმარება


რას წარმოადგენენ B-ლიმფოციტები - მთავარი ფუნქცია არის ანტისხეულების წარმოება (ასევე ცნობილი როგორც იმუნოგლობულინი ან გამაგლობულინი). B-ლიმფოციტები წარმოიქმნებიან ე.წ. ღეროვანი უჯრედებისგან ძვლის ტვინში, სადაც ისინი ასევე მწიფდებიან. ანტიგენის (უცხო ნაწილაკების) ამოცნობის შემდეგ B-ლიმფოციტები გარდაიქმნებიან ე.წ. პლაზმურ უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ანტისხეულებს. შემდეგ ისინი აღწევენ სისხლამდე, სასუნთქ გზებამდე, კუჭ-ნაწლავამდე და ა.შ. ანტისხეულები წარმოადგენენ მეტად სპეციფიკურ ცილებს, რომლებსაც აქვთ უნარ, რეაგირება მოახდინონ პრაქტიკულად ნებისმიერ მიკროორგანიზმზე, რომელიც თავს ესხმის ჩვენს სხეულს.

რას წარმოადგენენ CD4+ T- ჰელფერები - სისხლის თეთრი უჯრედების T-ლიმფოციტების ჯგუფი, რომლებიც "ეხმარებიან" იმუნურ პასუხში მომაწილე დანარჩენ უჯრედებს. მათი დაზიანება იწვევს ორგანიზმის მედეგობის მნიშვნელოვან დაქვეითებას.

ღას წარმოადგენენ CD8+ T-სუპრესორები - სისხლის თეთრი უჯრედების T-ლიმფოციტების ჯგუფი, მათ მიეკუთვნება უცხო უჯრედების, გარკვეულ შემთხვევაში ავტოიმუნური დაავადებისას საკუთარი უჯრედების, სიმსივნური უჯრედების, ვირუსით დაავადებული უჯრედების "მკვლელი" უჯრედები.


4. დანიშნულება

პრეპარატი პენოქსალ პირველ რიგში რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობის სახით:

  • ონკოლოგიური დაავადებებისას, ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპიის წინ და მის განმავლობაში
  • პაციენტებისთვის რეციდივის ან/და პროგრესის მომატებული რისკით ან სიმსივნური დაავადების სრული რემისიის დროს
  • პაციენტებისთვის პრეკანცერული მდგომარეობით
  • ანთებითი მდგომარეობის დროს
  • ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს
  • იმუნური სისტემის შესუსტებასთან დაკავშირებული დაავადებების დროს

 

5. გვერდითი მოვლენები

პრეპარატი პენოქსალ ძალიან კარგათ აიტანება ხანგრძლივი და მაღალი დოზაში. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. ამგვარ შემთხვევაში რეკომენდებული დოზის შემცირება.


6. ურთიერთქმედება

პრეპარატი პენოქსალ გამოყენებისას არ აღინიშნა არასასურველი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება.


7. დოზირება

  • ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპიის განმავლობაში - დღეში 4 კაფსულა მინიმუმ 3 თვის განმავლობაში
  • ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომა მკურნალობისას - დღეში 3 კაფსულა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • რეციდივის მომატებული რისვით გარეშე - დღეში 2 კაფსულა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • რეციდივის მომატებული რისვით - დღეში 3 კაფსულა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • რეციდივის ძალიან მაღალი რისვით - დღეში 4 კაფსულა მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • სიმსივნური დაავადების სრული რემისიის დროს - დღეში 2 კაფსული მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • პრეკანცერული მდგომარეობისას - დღეში 2 კაფსული მინიმუმ 4 თვის განმავლობაში
  • იმუნური სისტემის შესუსტებასთან დაკავშირებული დაავადებების დროს - დღეში 2 კაფსული მინიმუმ 5 თვის განმავლობაში
  • ანთებითი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების დროს - დღეში 3 კაფსული მინიმუმ 5 თვის განმავლობაში


8. მიღების წესი
რეკომენდებულია პენოქსალ®-ის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


9. გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ არის განკუთვნილი საკვების მრავალფეროვნების კომპენსაციისათვის. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ არის განკუთვნილი 15 წლამდე ბაშვებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური დედებისათვის.


10. გამოყენების ვადა:
იხილეთ ეტიკეტი ან ბოლოში პაკეტი


11. შენახვის პირობება
შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, რათა პრეპარატი იყოს დაცული სინათლისა და ნესტისგან.

 



ბროშურის ჩამოტვირთოთ PDF ფორმატში:

PDF PDF
  პენოქსალ® 50მგ პენოქსალ® 100მგ